კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის კონკურსზე თამთა გოდუაძის სიმღერის ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს
კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის კონკურსზე თამთა გოდუაძის სიმღერის ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს

კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილე თამთა გოდუაძის სიმღერის ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს.

რიფლეი“ (Replay) – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 38 წლის თამთა ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება. საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა.

ცნობილია ქორეოგრაფიც, რომელიც თამთას პერფორმანსზე იზრუნებს. ის ევროვიზიის მაყურებლისთვის კარგად ცნობილი საშა ჟან-ბაპტისტია. საშას ანგარიშზე ევროვიზიის არაერთი პერფორმანსია. მათ შორისაა ნინა სუბლატის, „იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის“ (Young Georgian Lolitaz) და თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლები.

კვიპროსის წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 14 მაისს იმღერებს.