კვიპროსის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
კვიპროსის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ნიკოს ანასტასიადისი მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად საქართველოს პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია.

საქართველოსა და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომლის შემდეგ გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში და მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოს ანასტასიადისმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოსა და კვიპროსს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტები გაფორმდა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ანასტასიადისი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.