კვიპროსის პრეზიდენტი 16-18 აპრილს საქართველოს ეწვევა – დაგეგმილ ვიზიტს ნიქოზიაში ისტორიული უწოდეს

23:40, 12.04.2019

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს 16-18 აპრილს ეწვევა. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის პრესსპიკერმა პროდრომოს პროდრომუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვევა. ინფორმაციას კვიპროსის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

ნიქოზიაში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებს. ასევე, განიხილება ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გაძლიერების თემა.

მსგავსი