კვიპროსის ჩემპიონი ეროვნულ ლიგაში - „სამტრედიამ“ რევაზ ინჯგია დაიმატა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონი ეროვნულ ლიგაში - „სამტრედიამ“ რევაზ ინჯგია დაიმატა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ კვიპროსის ჩემპიონის მოთამაშე დაიმატა – რევაზ ინჯგია კარიერას იმერულ კლუბში გააგრძელებს, – ინფორმაციას სამტრედიელთა პრესსამსახური ავრცელებს. 22 წლის შემტევის ტრანსფერი ლიმასოლის „აპოლონს“ ეკუთვნოდა, სადაც კვიპროსის ჩემპიონი გახდა და კვიპროსის თასიც მოიგო.

2022 წლის ზაფხულიდან 22 წლის ქართველი თავდამსხმელი იჯარით მეორე კვიპროსულ კლუბში, „დოქსაში“ გადავიდა, მაგრამ ამ კლუბში  ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, მისი უთამაშებლობის ერთ-ერთი მიზეზი ტრავმები იყო.

რევაზ ინჯგია საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. სანამ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, რამაზ სვანაძე 21-წლამდელთა ნაკრებში სისტემატურად იწვევდა.

შეგახსენებთ, რომ „სამტრედია“ სეზონის შემდეგ გიორგი ილურიძემ, ზურაბ ღირდალაძემ, მელქისედეკ ცვალემ, გიორგი კურმაშვილმა და გიორგი ჯალაღონიამ დატოვეს.