კვიპროსის აეროპორტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რადარებმა ტერიტორიაზე უცხო ობიექტი აღმოაჩინეს, გაუქმდა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური მინისტერიალი

17:24, 02.03.2026

კვიპროსში, პაფოსის აეროპორტიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ რაც, რადარებმა ტერიტორიაზე უცხო ობიექტი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, აეროპორტი 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს იმ ბრიტანული ავიაბაზიდან, რომელზეც ირანული დრონით თავდასხმა განხორციელდა.

ინციდენტის გამო გაუქმდა ევროკავშირის საბჭოს არაფორმალური მინისტერიალი, რომელიც კვიპროსში, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში უნდა გამართულიყო.

 

მსგავსი