კვერნაძის „ფროსინონეში“ გადასვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჯოვინო ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე დაეხმარება #1TVSPORT
კვერნაძის „ფროსინონეში“ გადასვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჯოვინო ბათუმის „დინამოს“ ევროთასებზე დაეხმარება #1TVSPORT

გიორგი კვერნაძე იტალიურ „ფროსინონესთან“ ტრანსფერს მიუახლოვდა, – ამის შესახებ ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„გადაწყვეტილია თუ არა „ფროსინონეში“ გიორგი კვერნაძის გადასვლა? გიორგი ჩვენთან იჯარით არის, მის ტრანსფერზე კი იტალიელებთან მამუკა ჯუღელი მუშაობს და ტრანსფერთან ახლოსაა“, – გვითხრა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის თქმით, ჯოვინო ფლამარიონით „ბნეი სახნინი“ დაინტერესებულია, მაგრამ ის გუნდს ევროთასებზე დაეხმარება.

„ჯოვინო ფლამარიონზე ჯერ სიახლე არაფერია. მას კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება და მოლაპარაკება ბევრ კლუბთან მიდის. სხვათა შორის, მისი ისრაელში გადასვლაც არაა გადწყვეტილი. „ბნეი სახნინის“ გარდა, სხვა გუნდებიც გვიკავშირდებიან, მაგრამ ევროტურნირზეც ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს და, დიდი ალბათობით, სეზონსაც ბათუმში დაასრულებს“, – აცხადებს ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი.