კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ საქართველოს კინოეკრანებზე ხვალიდან გამოჩნდება
კვენტინ ტარანტინოს „ერთხელ ჰოლივუდში“ საქართველოს კინოეკრანებზე ხვალიდან გამოჩნდება

კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში ხვალ შედგება.

ეკრანებზე გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, „ერთხელ ჰოლივუდში“ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, კინომცოდნეებსა და ჟურნალისტებს აჩვენეს. ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.

ტარანტინოს ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს შედგა. „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969 წელს ლოს ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, ამერიკელი სერიული მკვლელის ჩალზ მენსონისა და მისი მიმდევრების დანაშაულს, რასაც ცნობილი რეჟისორის – რომან პოლანსკის მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცხლე შეეწირა.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები – ლეონარდო დი კაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.

დატოვე კომენტარი