ფანებმა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ტრეილერი შექმნეს

„ერთხელ ჰოლივუდში“ – ასე ჰქვია კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ.

პიტისა და დიკაპრიოს გარდა, ფილმში ვიხილავთ ალ პაჩინოს, დაკოტა ფენინგს, კურტ რასელს, მარგო რობის, ტიმ როთს, მაიკლ მადსენს.

ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ არის და ისტორია 1969 წელს ვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა, ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლში მყოფებს დასხმოდნენ თავს.

მენსონის დავალებით სასტიკად მოკლეს სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი.