კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხელი ხაზი აამოქმედა
კვების ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხელი ხაზი აამოქმედა

მომავალი კვირიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და რესტორნების ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს და კონსულტაცია გაუწიოს ბიზნესოპერატორებს უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიმართულებით, რათა მათი მხრიდან მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნები.

ამ მიზნით, ბიზსესსექტორებს შეუძლიათ, მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამსახურების სპეციალისტებს.

ასევე, შეუფერხებელი კომუნიკაციის მიზნით მოქმედებს ცხელი ხაზი -1501.

დატოვე კომენტარი