კვარაცხელიას, შესაძლოა, სეზონი გაუცდეს – lequipe ქართველი ვარსკვლავის შესაძლო დიაგნოზზე წერს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას, შესაძლოა, სეზონი გაუცდეს – პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავზე ამბავს ფრანგული გამოცემა lequipe ავრცელებს.
„არსებობს შიში, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წინა ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი. მისმა უახლოესმა ადამიანებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ მას მართლაც ეს პრობლემა აქვს.
ქართველი ფეხბურთელის გამოკვლევის პირველადი შედეგები იმედგაცრუებას იწვევს. კვარაცხელიას დღეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება, რაც საშუალებას მოგვცემს ზუსტად დავადგინოთ დაზიანების სიმძიმე“, – წერს გამოცემა.
„კვარაცხელიასთვის სეზონის დასრულებულია. ეს ტრავმა, უდავოდ, გარდამტეხი მომენტი იქნება პსჟ-სთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად შეუცვლელი გახდა ის ლუის ენრიკეს სისტემაში.
ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ ქართველს სწრაფ გამოჯანმრთელებას – დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. გამაგრდი კვარაცხელია!“ – ეს უკვე პარიზული გუნდის გულშემატკივრის გამოხმაურებაა.