კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ინტერმა“ „ლაციო“ 3:0 დაამარცხა და ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

საუდის არაბეთში, ერ-რიადისალ-ავალ პარკზე“ გამართული შეხვედრა მილანელებმა დამაჯერებლად დაიწყეს და უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს – მე-17 წუთზე ანგარიში ფედერიკო დიმარკოს გადაცემით მარკუს ტურამმა გახსნა.

მეორე ნახევარში, 49-ე წუთზე „ლაციოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუმ შეასრულა და „ინტერის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე დავიდე ფრატესმა დააფიქსირა – 3:0.

იტალიის სუპერთასის ფინალური დაპირისპირებაც ერ-რიადში გაიმართება – 22 იანვარს, 23:00 საათზე „ინტერი“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „ფიორენტინას“ ასევე 3:0 მოუგო.