ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სათადარიგიეობში იყო და არ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე მატჩი „რეინჯერსის“ წინააღმდეგ, რომელიც იტალიელებმა 3:0 მოიგეს.
ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა 21 წლის ქართველი თავდამსხმელი ჯოვანი რასპრადორით ჩაანაცვლა. ხვიჩასთან ერთად, სპალეტიმ მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო, ასევე არ დააყენა სასტარტო შემადგენლობაში და შეცვლაზე შეიყვანა პიოტრ ზელინსკი და ირვინგ ლოზანო, ხოლო ხუან ჟესუსი, რომელმაც ძირითადში ტრავმირებულ კოსოვოელ ამირ რაჰმანის ანაცვლებდა, ქართველი თავდამსხმელივით დაასვენა.
„ნაპოლიმ“ ამ დანაკლისის მიუხედავად, ანგარიში სწრაფად გახსნა. მე-11 წუთზე ჯოვანის შეტევა გოლით დასრულდა – დი ლორენცოს გადაცემით „რეინჯერსის“ კარი სიმეონემ აიღო. არგენტინელმა თავდამსხმელმა მე-16 წუთზე მარიო რუის გადაცემითაც ისარგებლა, დუბლი შეასრულა და იტალიელებმა ტაიმი დიდი გართულების გარეშე 2:0 მოიგეს.
მეორე ნახევარში „ნაპოლის“ სხვაობის გაზრდის არაერთი შანსი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ მე-80 წუთზე ისარგებლა – კუთხურის შემდეგ, შოტლანდიელების კარი ლეო ოსტიგორმა აიღო.
შეგახსენებთ, რომ ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა გლაზგოში ნეაპოლური გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ უდანაკარგოდ არის – 5 მოგებით (15 ქულა) გუნდი პირველ ადგილზეა და პლეიოფის საგზური განაღდებული აქვს. ბოლო ტურში, გასვლაზე „ლივერპულთან“ მოულოდნელიად დიდი ანგარიშით თუ არ წააგო, „ნაპოლი“ ჯგუფში პირველობას შეინარჩუნებს.