კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა – „პარი სენ-ჟერმენმა“ ფრედ ზედიზედ მეორედ ითამაშა #1TVSPORT

01:13, 29.08.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილს“ ესტუმრა და ახალ სეზონში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა – 2:2.

მატჩი ტექნიკური პრობლემები გამო 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ეს პრობლემა კი მოგვარდა, მაგრამ მოედანზე პრობლემა შეექმნა ლუის ენრიკეს გუნდს, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო და ამჯერადაც არადამეჯერებლად გამოიყურებოდა.

ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოებში დატოვა და მოედანზე მხოლოდ შესვენების შემდეგ შეუშვა. ამ დროისთვის ჰარალდსონის გოლით „ლილი“ 1:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში კი თავი ბაკვამ გამოიჩინა.

პარიზელებმა თამაში მაინც გადაარჩინეს – სხვაობა ვიტიანიამ შეამცირა, წონასწორობა კი მარკინიოსმა აღადგინა. პსჟ-ს 2 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს.

მსგავსი