კვარაცხელია მსოფლიოში დღის ყველაზე ნახვადი მოთამაშეა - ის უსწრებს ჰაალანდს, რონალდოსა და მესის #1TVSPORT
კვარაცხელია მსოფლიოში დღის ყველაზე ნახვადი მოთამაშეა - ის უსწრებს ჰაალანდს, რონალდოსა და მესის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტზე“ დღის ყველაზე ნახვადი მოთამაშეა. ასეთი შედეგი დაფიქსირდა 28 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ ესპანეთის კარში გატანილი გოლის შემდეგ.

გთავაზობთ ტოპ-10 მოთამაშის სიას. აქვე ვიტყვით, რომ ბოლოში მათი პირობითი სატრანსფერო ფასები წერია, რომელსაც „ტრანსფერმარკტ“ ადგენს.

1. ხვიჩა კვარაცხელია, „რუბინი“, საქართველოს ნაკრები, 10 მილიონი ევრო

2. ერიკ ჰაალანდი, „დორტმუნდი“, ნორვეგიის ნაკრები, 110 მლნ

3. კრიშტიანო რონალდო, „იუვენტუსი“, პორტუგალიის ნაკრები, 50 მლნ

4. იბრაჰიმ კონატე, „ლაიპციგი“, საფრანგეთის U21, 35 მლნ

5. ლიონელ მესი, „ბარსელონა“, არგენტინის ნაკრები, 80 მლნ

6. ოზან ტაიფუნი, „ფენერბახჩე“, თურქეთის ნაკრები, 9,5 მლმ

7. კილიან მბაპე, „პსჟ“, საფრანგეთის ნაკრები, 180 მლნ

8. რობერტ ლევანდოვსკი, „ბაიერნი“, პოლონეთის ნაკრები, 60 მლნ

9. ანდრე სილვა, „ფრანკფურტი“, პორტუგალიის ნაკრები, 37 მლნ

10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, „მილანი“, შვედეთის ნაკრები, 5 მლნ

დატოვე კომენტარი