კვარაცხელია პსჟ-ის პრეზიდენტმა მოინახულა – ქართველ ვარსკვლავს 7-ნომრიანი მაისურებით მხარდაჭერა გამოუცხადეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც კატარის დედაქალაქ დოჰაში ჯვარედინი იოგების დაწყვეტის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა მოინახულა — ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ნასერ ალ-ხელაიფმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯვარედინ იოგებზე წარმატებით ჩაუტარეს ოპერაცია და ხვიჩა მალე რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს.
ქართველი ვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრისას დაზიანდა და, სავარაუდოდ, 7-დან 9 თვემდე გაუცდება.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ის 7-ნორმიანი მაისურით შეკრებილმა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს: „ყველანი შენ გვერდით ვართ, ძმაო. დაბრუნდი უფრო ძლიერი“.