კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშეა  - ქართველი 13 ტურში მეოთხედ აღიარეს
კვარაცხელია მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - ქართველი 13 ტურში მეოთხედ აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემოიონატის მე-13 ტურში ყაზანის „რუბინისა“ და ტულის „არსენალის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჯილდოს პრემიერლიგის ყველა შეხვედრის შემდეგ ლიგის პარტნიორი „მატჩ-პრემიერის“ ექსპერტთა ჯგუფი გადასცემს, რომელთაც ამჯერად ალექსანდრე ბოროდიუკი ხელმძღვანელობდა – 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი , სსრკ-ს და რუსეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რუსეთის ნაკრების მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ორ საგოლე შეტევაში მონაწილეოიბდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მიმდინარე სეზონში გამართულ 13 შეხვედრაში ტურის საუკეთესოდ უკვე მეოთხედ დაასახელეს. ხვიჩას „არსენალთან“ კარგი თამაშის გარდა ღირსეული საქციელიც დაუფასდა. პირველ ტაიმში მცველთან შეჯახების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ არბიტრს თავად ანიშნა, რომ მცველი არაფერშუაში იყო.