ქუთაისში ტესტირებულ 11 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში ტესტირებულ 11 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 11 პაციენტის პასუხი მიიღეს.

ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 23-მმა პაციენტმა მიმართა.

მათგან 13-ს ანალიზებს დღეს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.