კუს ტბის საბაგირო მგზავრებს 29 ივლისს ვერ მოემსახურება

12:20, 28.07.2020

კუს ტბის საბაგირო გზა, რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, 29 ივლისს მგზავრებს ვერ მოემსახურება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეული რეჟიმით 30 ივლისს განაახლებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.

მსგავსი