კუს ტბა-მთაწმინდის გარდა, თბილისში ტურისტული ბილიკები შესაძლოა, კიდევ სამ ადგილზე მოეწყოს
კუს ტბა-მთაწმინდის გარდა, თბილისში ტურისტული ბილიკები შესაძლოა, კიდევ სამ ადგილზე მოეწყოს

კუს ტბა-მთაწმინდის გარდა, თბილისში ტურისტული ბილიკები შესაძლოა, კიდევ სამ ადგილას მოეწყოს. საუბარია კუს ტბა-უძოს მონასტრის ბილიკზე; ლისის ტბა-სოფელი წოდორეთი-სოფელი ტაბარუკი-ჭილის ტბის მარშრუტზე, ასევე ბილიკზე ვერეს ხეობაში – თბილისიდან ბეთანიის მონასტრის მიმართულებით.

დედაქალაქის მერიამ ტურისტული ბილიკების შესწავლისა და პროექტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ მარშრუტებს შესაძლოა, თემატური დატვირთვა მიეცეთ. მაგალითად, ზღაპრის გმირების თემატიკით საბავშვო-საოჯახო ტიპის საფეხმავლო ბილიკი, ველობილიკი ან სხვა. საუბარია საპიკნიკე და სხვა გასართობი და დასასვენებელი ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის პროექტირებაზეც.

როგორც გუშინ თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს ბილიკით დაუკავშირდება.

დატოვე კომენტარი