კურტ ვოლკერი ვლადისლავ სურკოვს დუბაიში შეხვდება
კურტ ვოლკერი ვლადისლავ სურკოვს დუბაიში შეხვდება

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს დუბაიში შეხვდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

ვოლკერი უკრაინაში 23 იანვარს ჩავიდა და უკვე შეხვდა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, გენშტაბის ხელმძღვანელ ვიქტორ მუჟენკოს, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მინისტრ, ვადიმ ჩერნიშს.

პოროშენკომ და ვოლკერმა დონბასში გაერო-ს სამშვიდობოების განთავსებაზე, ტყვეების გათავისუფლებასა და რეინტეგრაციის კანონზე ისაუბრეს.