კურტ ვოლკერი - საქართველოს პრობლემები არა გარედან ჩარევითა და მისი ტერიტორიის ოკუპაციით, არამედ კანონიერი კონსტიტუციური გზით უნდა გადაწყდეს
კურტ ვოლკერი - საქართველოს პრობლემები არა გარედან ჩარევითა და მისი ტერიტორიის ოკუპაციით, არამედ კანონიერი კონსტიტუციური გზით უნდა გადაწყდეს

საქართველოს პრობლემები არა გარედან ჩარევითა და მისი ტერიტორიის ოკუპაციით, არამედ კანონიერი კონსტიტუციური გზით უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.

კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს.

„რუსეთის თვალსაზრისით, მას აქვს უფლება, გადაწყვიტოს მეზობელი ქვეყნებისა და ერების ბედი, იქნებიან ეს უკრაინელები, მოლდოველები, ქართველები თუ ვინმე სხვა. აშშ-სა და ევროპის პოზიცია ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრე. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები.

დაე, უკრაინელებმა გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი, ქართველებმა გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ამ ქვეყნებში არის პრობლემები, უკრაინას აქვს შიდაპოლიტიკური პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. საქართველომ თავისი ეთნიკური და პოლიტიკური პრობლემები უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს არა გარედან ჩარევისა ან მათი ტერიტორიის ოკუპაციით, არამედ კანონიერი კონსტიტუციური გზით“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.