კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა
კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა

რუსეთში, კურსკის აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვაიტი ავრცელებს.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად ცეცხლი მოედო ნავთობის შემგროვებელ ავზს. სტაროვაიტის ცნობით, დაშავებული არავინაა. ადგილზე საგანგებო და სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რიაზანისა და სარატოვის ოლქებში ორ აეროდრომზე თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რუსული მხარის მტკიცებით, დარტყმები უკრაინული დრონებით განხორციელდა. რაიზანის ოლქში მდებარე აეროდრომზე დარტყმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ოთხი სამხედრო, სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომზე იერიშის შედეგად კი ორი თვითმფრინავის კორპუსი დაზიანდა.