კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა
კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, კურსკის რკინიგზის სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვაიტი იტყობინება, რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

„უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, ის რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს შეეჯახა, რის შემდეგაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ხუთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო მინების ნამსხვრევებისგან“, – წერს გუბერნატორი თავის ტელეგრამარხში.

უკრაინის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებდნენ, რომ გასული ღამით უკრაინის მიმართულებით კურსკიდან საბრძოლო დრონები იქნა გაშვებული.