კურორტ წყალტუბოში ახალი საკარანტინო სივრცე მოეწყო
კურორტ წყალტუბოში ახალი საკარანტინო სივრცე მოეწყო

კურორტ წყალტუბოში ახალი საკარანტინო სივრცე მოეწყო. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო სანატორიუმის გარდა საკარანტინო სივრცე სასტუმრო „პლაზაში“ ამოქმედდა.

მისივე თქმით, ახლადამოქმედებულ საკარანტინო ზონაში 60 ადამიანი უკვე შევიდა. ისინი ბელარუსის რეისით ჩამოსული მგზავრები არიან, თუმცა იტალიასა და გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

რაც შეეხება სამხედრო სანატორიუმს, იქ ამ დროისთვის 115 მოქალაქეა. ერთი ადამიანი თვითიზოლაციაში გადავიდა.