კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნულ ტურისტულ ზონებში მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.