კურორტ ბახმაროში თოვლზე სრიალისას გერმანელი ტურისტი დაშავდა
კურორტ ბახმაროში თოვლზე სრიალისას გერმანელი ტურისტი დაშავდა

ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში თოვლზე სრიალისას გერმანელი ტურისტი, 43 წლის მამაკაცი დაშავდა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მარცხენა ფეხზე, წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

„პაციენტს დაედო თაბაშირის ნახვევი, საჭიროებს ოპერაციას. მისივე სურვილით, ხვალ ის გერმანიაში მიფრინავს“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ექიმმა.

ბახმაროში ამ დროისთვის 3 მეტრზე დიდი თოვლია და კურორტზე მოხვედრა მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტითაა შესაძლებელი.