კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კურორტ აბასთუმანის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, კურორტზე წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 727 121 ლარია გამოყოფილი.

შემოდგომიდან კურორტზე არსებული პრობლემები აღმოიფხვრება, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.