კურიოზული სკანდალი ბელარუსის ქალთა ფეხბურთში - საინიციტივო ჯგუფი მოთამაშის სქესის დადგენას ითხოვს
კურიოზული სკანდალი ბელარუსის ქალთა ფეხბურთში - საინიციტივო ჯგუფი მოთამაშის სქესის დადგენას ითხოვს
გამოცემა Football.By-ის ინფორმაციით, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე გუნდის, „დინამო-BSUFK”-ს ფეხბურთელის რეალური სქესი დაადგინონ – წერილი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ ბაზანოვს გაუგზავნეს.
ლაპარაკია სალიმატა სიმპორეზე, რომლის სქესიც ბევრში კითხვებს ბადებს – წერილს ხელს 18 ფეხბურთელი გოგონა აწერს.
„ბელორუსის ჩემპიონატში სათამაშოდ „დინამო-BSUFK“-ს განაცხადში სალიმატა სიმპორე შეიყვანეს. მასმედიაში გავრცელდა ცნობები, სადაც ეჭვია გამოთქმული, რომ ის გოგონა არ არის. ეს ვარაუდები ვიზუალური კონტაქტების საფუძველზე კონკურენტი გუნდების სპორტსმენებმა გამოთქვეს. მოთამაშეთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია დეტალურად გაერკვეს ვითარებაში, კერძოდ, დაადასტუროს ან უარყოს ჩემპიონატში მონაწილე სალიმატა სიმპორეს თამაშის ლეგიტიმურობა“,  – ვკუთხულობთ წერილში.
სპორტსმენთა საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებაში მითითებულია, რომ ასეთი გაურკვევლობა ძირს უთხრის ბელარუსის ქალთა ჩემპიონატის პრესტიჟს და ტურნირის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.
„ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, გვთხოვთ, ჩაატაროთ სპორტსმენ სიმპორე სალიმატას გამოკვლევა და მისი სქესი დაადგინოთ“ – ითხოვენ სპორტსმენები.