კუპატაძის და რატიშვილის გზები მინსკში გადაიკვეთა
კუპატაძის და რატიშვილის გზები მინსკში გადაიკვეთა

ფიბა-მ 2018 წლის ბოლომდე თავის მიერ ორგანიზებული ტურნირების მატჩების მომსახურე მსაჯები და კომისრები დანიშნა. როგორც ბოლო პერიოდში, ახლაც საკმაოდ დატვირთულია ქართველი არბიტრი მაკა კუპატაძე და ერთადერთი ფიბა-ს კომისარი, მერაბ რატიშვილი. თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მატჩში კუპატაძეს და რატიშვილს ერთად მოუწევთ მუშაობა.

ეს გახლავთ ქალთა ევროპის თასის შეხვედრა ბელარუსულ „ცმოკისა“ და რუსულ „ინვენტას“ შორის, რომელიც 13 დეკემბერს ქალაქ მინსკში გაიმართება. ამ მატჩის კომისარი მერაბ რატიშვილი იქნება, ხოლო არბიტრი – მაკა კუპატაძე.

წარმოგიდგენთ იმ მატჩების სრულ სიას, რომლებსაც მაკა კუპატაძე და მერაბ რატიშვილი მოემსახურებიან:

მაკა კუპატაძე (მსაჯი)

29 ნოემბერი. ქალთა ევროლიგა. ანტაკია (თურქეთი):

ჰათაი (ანტაკია, თურქეთი) – ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი)

5 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. კრასონოიარსკი (რუსეთი):

ენისეი (კრასნოიარსკი, რუსეთი) – ორმან გენჩლიკი (ანკარა, თურქეთი)

13 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. მინსკი (ბელარუსი):

ცმოკი (მინსკი, ბელარუსი) – ინვენტა (კურსკი, რუსეთი)

 

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

5 დეკემბერი. ქალთა ევროლიგა. პირეოსი (საბერძნეთი):

ოლიმპიაკოსი (პირეოსი, საბერძნეთი) – ტტტ რიგა (ლატვია)

13 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. მინსკი (ბელარუსი):

ცმოკი (მინსკი, ბელარუსი) – ინვენტა (კურსკი, რუსეთი)

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE