კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა
კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის კუნძულ სარდინიაზე ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მათი მანქანები მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საგანგებო სამსახურების თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულ ორ ადამიანს.

ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი ბიტი დააზარალა. დაზიანებულია გზები და ათობით მანქანა.