კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი ბრიტანელია.

მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 630 მაშველი მონაწილეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, დაიტბორა სახლები, დაზიანდა ავტომობილები. ათობით მოქალაქე იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა და დროებით თავშესაფრებში გადასულიყო.

სტიქიის ზონაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ჩავიდა. ის საგანგებო სამსახურების თანამშრომლებსაც შეხვდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.