კუნძულ მალიორკაზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა
კუნძულ მალიორკაზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა

კუნძულ მალიორკაზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი საავადმყოფოში განათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაშავებულთა ეროვნების შესახებ ცნობა ჯერ არ ვრცელდება. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სასტუმრო განსაკუთრებული პოპულარობით ბრიტანელ და გერმანელ ტურისტებში სარგებლობდა.

სამვარსკვლავიან სასტუმრო „ვალა ბიჩში“ ცეცხლი, შენობის პირველ სართულზე, დილის საათებში გაჩნდა. რის გამოც ექვსსართულიან შენობაში მყოფი 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტერიტორია დაატოვებინეს ახლომდებარე სასტუმროებში მყოფ დამსვენებლებსაც. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

დატოვე კომენტარი