კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა
კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, უმსხვილეს მიგრანტთა ბანაკში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ბანაკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად დამწვარია კარვები.

ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 28 მეხანძრე, ცხრა სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. სახანძრო სამსახურს მოხალისეებიც ეხმარებოდნენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გასულ კვირას ბანაკში კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ხელსუფლებამ დაადასტურა, რომ თავშესაფრის ერთ-ერთ მაძიებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ ბანაკში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკს 12 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს თავს, რაც მის ტევადობას ოთხჯერ აღემატება. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მიგრაციულ ცენტრში  სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ზომების დაცვა შეუძლებელია.