კუნძულ ლესბოსზე მიგრანტები და ადგილობრივი ულტრამემარჯვენეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
კუნძულ ლესბოსზე მიგრანტები და ადგილობრივი ულტრამემარჯვენეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, გვიან ღამით მიგრანტებს, ულტრამემარჯვენეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის შედეგად დაშავდა 35-მდე ადამიანი.

მიგრანტები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და კონტინენტზე გადაყვანის მოთხოვნით აქციებს ოთხშაბათიდან მართავდნენ.

გვიან ღამით  200-მდე ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ახალგაზრდა მათ თავს დაესხა და ქვები და ბოთლები დაუშინა. მიგრანტებს მემარცხენეები და ანარქისტული დაჯგუფებები გამოესარჩლნენ. პოლიციამ მათ დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

გამთენიისას, ხუთი საათზე  ტერიტორიაზე ავტობუსები გამოჩნდნენ, რომლითაც პოლიციამ მიგრანტები მოედნიდან ბანაკში გადაიყვანა.

დღეისთვის კუნძულზე 10 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელი იმყოფება.