კუნძულ ლესბოსზე ადგილობრივები მიგრანტებისთვის ბანაკის მშენებლობას აპროტესტებენ

11:05, 25.02.2020

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

ადგილობრივი მოსახლეობა მიგრანტებისთვის ბანაკის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი სამშენებლო ტექნიკას ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რის გამოც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

საბერძნეთში დღეისათვის 150 ათასამდე მიგრანტი იმყოფება. ხელისუფლებამ მათ განსათავსებლად ბანაკების მშენებლობა ჯერ კიდევ მარტში დააანონსა. დაგეგმილია ხუთი ბანაკის მშენებლობა, რომელიც საერთო ჯამში 20 ათასამდე მიგრანტს შეიფარებს.

მსგავსი