კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრა ქალაქ იერაპეტრადან 55 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.