კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ცნობით, სტიქიამ შენობები დააზიანა, თუმცა დაშავებულების ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს დოდეკანესის კუნძულებზეც. სტიქიას რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც მოჰყვა.

გასულ თვეს კრეტაზე მომხდარ 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი