კუმანი - ჩვენ ისევ შეგვიძლია, რომ წელს დიდი საქმეები გავაკეთოთ
კუმანი - ჩვენ ისევ შეგვიძლია, რომ წელს დიდი საქმეები გავაკეთოთ

ჩემპიონთა ლიგის მატჩში „პარი სენ-ჟერმენთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (1:4), „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი იმედს არ კარგავს, რომ მიმდინარე სეზონში წარმატებას მაინც მიაღწევს.

„ბარსელონა“ ხვალ, 21 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატში „კადისს“ დაუპირისპირდება. გამოცემა As აქვეყნებს სიტყვებს, რომლითაც „კადისთან“ მატჩამდე კუმანმა საკუთარ შეგირდებს მიმართა: „ჩვენ ამ წელს ისევ შეგვიძლია დიდი საქმეების კეთება. მთავარია, რომ ფურცელი გადავშალოთ, წინ გავიხედოთ და ზრდა განვაგრძოთ“, – აცხადებს კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელი.

ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრლში „ბარსელონა“ მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „ატლეტიკოს“ ცხრა ქულით ჩამორჩება.