კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - სიღნაღში, მეთვრამეტე საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - სიღნაღში, მეთვრამეტე საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე სამუშაოები უნდა შეჩერდეს

სიღნაღში, მეთვრამეტე საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე სამუშაოები უნებართვოდ მიმდინარეობს და უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა ლევან ჭავჭავაძემ განაცხადა.

სიღნაღის მერიის დაკვეთით სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსის“ მიერ დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს მისი შესასვლელის რეაბილიტაციას, რომელიც ისტორიული გალავნის თაღში გადის.

„ეს არის უნებართვო სამუშაოები. სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს. ისტორიული ძეგლის პირვანდელი ფერი დარღვეულია, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპანიის პასუხისმგებლობას ვხედავ. შევისწავლით საქმეს და შესაბამის დასკვნას დავდებთ. იმ შემთხვევში, თუ სამუშაოები არ შეჩერდება, კომპანია დაჯარიმდება”, – განაცხადა ლევან ჭავჭავაძემ.

მისივე თქმით, სიღნაღის მერიამ აღნიშნული პროექტი მათთან შეუთანხმებლად მიიღო და სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეათანხმებს შემდეგ გაგრძელდება.