კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - 9, 10 და 11 აპრილს უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები, ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9, 10 და 11 აპრილს უფლისციხისა და ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალები, უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
ამასთან, მათივე ცნობით, 12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს.
„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 აპრილს, ოფიციალური უქმე დღეების მიუხედავად, უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები, ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. 12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.