კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ვარაკი საქართველოს ისტორიული ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ვარაკი საქართველოს ისტორიული ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობას და მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ვარაკი სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საიმონ ვარაკმა სააგენტოს ხელმძღვანელსა და სპეციელისტებთან ერთად მოინახულა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი მცხეთის ისტორიული ძეგლები.

„იგი ასევე გაეცნობა სხვა ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობასაც და მათზე დაგეგმილ და მიმდინარე კვლევით და საკონსერვაციო სამუშაოებს.

საიმონ ვარაკი და ქართველი სპეციალისტები განიხილავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის საჭიროებებს, ქვის კონსერვაციის უახლეს მეთოდებს, ტენდენციებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.