კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ქართული კულტურის მოღვაწეებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო როლი შექმნა და წარუშლელი კვალი დატოვა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში. მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობენ, რაც მსახიობის შემოქმედების უპირობო აღიარებაა. კახი კავსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კახი კავსაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ქართული კულტურის მოღვაწეებსა და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.