კულტურის სამინისტროში კირილე ზდანევიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროში კირილე ზდანევიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

კულტურის სამინისტროში წიგნის, „კირილე ზდანევიჩი1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“ გაიმართა.

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის კირილე ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნში საინფორმაციო ვიზუალური მასალის უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება ხელმისაწვდომი..

კირილე ზდანევიჩის (1892-1969) შემოქმედება საქართველოს ისტორიის საინტერესო და დრამატულ პერიოდში წარიმართა. მის პირად თუ შემოქმედებით ცხოვრებაზე მკვეთრად აისახა თავისუფალი საქართველოსა და შემდეგ, მისი დრამატული განვითარების პროცესი.

წიგნი „კირილე ზდანევიჩი1892-1969. ცხოვრება და შემოქმედება“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნში დიდი ადგილი ეთმობა თავად კირილე ზდანევიჩის მემუარებს.