კულტურის სამინისტროში იუნესკოს-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროში იუნესკოს-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ევროკავშირისა და იუნესკოს-ს 2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კანდელაკი და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე თოიძე და ვატო ურუშაძე უძღვებოდნენ.

გამარჯვებული პროექტის განხორციელების მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე, დაგეგმილია ბაზრის ძირეული შესწავლა და იმ სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამ სფეროს განვითარების შედეგად ქვეყანა მიიღებს. ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტი თანხვედრაშია „კულტურის სტრატეგია 2025“-ის სტრატეგიულ მიმართულებებთან, რაც გულისხმობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოებასა და მომსახურების გაუმჯობესებას.