კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია
კულტურის სამინისტროსა და  მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია.

მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონფიდენციალურმა ჟიურიმ ექვს ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.

გამარჯვებულები 25 ივნისს, 18:00 მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

რომანი

შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“

ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG – მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პროზაული კრებული

1. გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

2. დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

პოეტური კრებული

1. მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო

3. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

4. მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

დოკუმენტური პროზა

1. მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა„არტანუჯი“

2. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“

4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა„ინტელექტი“

5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“

დებიუტი

1. ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

5. იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრაL

6. ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრაL

7. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დიზაინი

1.თეონა ჭანიშვილი – „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე/ გამომცემლობა„არტანუჯი“

2. თეონა ჭანიშვილი – „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“

3. თორნიკე ლორთქიფანიძე – „100 წელი – 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“

4. ვიოლა ტუღუში – „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა„არტანუჯი“

5. სოფია ანთაძე – „ამ რომანში ყველა კვდება“ , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

დატოვე კომენტარი