კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-8 ნოემბერს თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ი გაიმართება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-8 ნოემბერს თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ი გაიმართება

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-8 ნოემბერს თბილისის ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ი გაიმართება.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ორგანიზატორი და მასპინძელია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი.

„წელს 300-ზე მეტი აპლიკანტიდან 41 ახალგაზრდა შეირჩა. მჯერა, საერთაშორისო ჟიური ყველაფერს გააკეთებს, რათა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ახალგაზრდა ხელოვანებს კიდევ გაუხსნას გზა მსოფლიო სცენებისკენ“, – განაცხადა ვოკალისტთა IV საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კონკურსში მომღერლები მსოფლიოს 22 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები არიან. ჟიურის თავმჯდომარეა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.