კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა
კულტურის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა.

სამინისტროს ცნობით, კონკურსში გაიმარჯვა შპს „სილესტიალ დიმენშენის“ პროექტმა „ძლევაი საკვირველი“.

„სამინისტრომ დააფინანსა კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა სრულყოფილი თამაშის შექმნის მიზნით. წლის ბოლომდე დასრულდება კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა, ხოლო სრულყოფილ სახეს თამაში მიიღებს 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს.

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 150 000 ლარს და მოცემული კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 10-მა განმცხადებელმა“, – აღნიშნავენ სამინისტროში.