კულტურის სამინისტრო – მწუხარებას გამოვთქვამთ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო, მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი, ღირსეული ადამიანი და მოქალაქე
საქართველოს კულტურის სამინისტროს პოეტ ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.
კულტურის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
ტარიელ ჭანტურიას პოეზია და მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობა ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მისი გარდაცვალებით ქართულმა ლიტერატურამ გამორჩეული პოეტი, საზოგადოებამ კი, ღირსეული ადამიანი და მოქალაქე დაკარგა.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ტარიელის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე.
ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია დღეს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.