კულტურის სამინისტრო ჩუქურთმა გუდიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

15:42, 28.04.2026

საქართველოს კულტურის სამინისტრო ბალერინას და პედაგოგის, ჩუქურთმა გუდიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კულტურის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

„ქალბატონმა ჩუქურთმამ, როგორც ბალერინამ და პედაგოგმა, დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. ის იყო ლადო გუდიაშვილის შვილი და ცნობილი საოპერო რეჟისორის, გურამ მელიავას მეუღლე – ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ბალერინა და პედაგოგი ჩუქურთმა გუდიაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი