კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა

18:59, 23.10.2026

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე რუსთაველის ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

„რუსთაველის თეატრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თეატრის აღმასრულებელი დირექტორი გია თევზაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე, მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი“, – ნათქვამია კულტრის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი